რამდენიმე კვირის წინ ვიჩენცას თეატრში ქუთაისელმა სოპრანომ

ცისანა გიროგაძემ ,,სიყვარულის ნექტარში” ადინას როლი წარმატებით მოირგო. ახალგაზრდა მომღერალი სხვა შემსრულებლებთან ერთად მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა.

,,სოპრანო ცისანა გიორგაძემ, რომელიც სპექტაკლში ადინას როლს ასრულებდა, გამოირჩეოდა როგორც შესანიშნავი ვოკალისტი არაჩვეულებრივი ტექნიკითა და ხმით, რომელსაც შემორჩენილი აქვს ბავშვობის ხმა. მის მიერ გადმოცემული ემოციები ყოველთვის გამოიყურებიან ამაღელვებლად და ყოველთვის იწვევენ გაოცებას, აღფრთოვანებას ახალგაზრდების გულებში.” – ასეთი შეფასება მოჰყვა ქუთაისელი სოპრანოს ადინას როლს სპექტაკლში ,,სიყვარულის ნექტარი” .

ახალგაზრდა ქართველი სოპრანო კიდევ ორ სპექტაკლზე მუშაობს. სპექტაკლები ოქტომბერშია ჩანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *