ბაღდათში პირველად ღვინის საერთაშორისო არტ-ფესტივალი გაიმართა.

ღვინის ფესტივალში მონაწილეობა როგორც ბაღდათის, ასევე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 50-მდე მეღვინემ მიიღო, სადაც გამოფენილი იყო ოჯახური წარმოების თეთრი და წითელი ღვინოები.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ხელოვნებისა და რეწვის ნიმუშები.

ღონისძიების ფარგლებში საპატიო ბაღდათელების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წელს საპატიო ბაღდათელის ტიტული ინჟინერ ავთანდილ კვეტენაძეს, პედაგოგ ომარ ჩიქვინიძეს,მსახიობ ეთერ დევაძეს და ექიმ რომან გრძელიძეს მიენიჭა.

ბაღდათის მერიაში ამბობენ, რომ ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა. 

ფოტო: ბაღდათის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *