ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ქუთაისში ველომსვლელობა და გამოფენა გაიმართება. დღის მთავარი მოწოდებაა: გავერთიანდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის!

ღონისძიებას ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,ღია სახლი” ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მხარდაჭერით 10 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე მოაწყობს.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელის შესახებ სტიგმის დაძლევისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით.

საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 79 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობაა, თუმცა, ამ წინადადებაში “ფსიქიკურ” კომპონენტს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა 2/3 არ მკურნალობს. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს დისკრიმინაციის და “სულიერად დაავადებულის” იარლიყის მიკერების შიშით ამბობს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *