ქუთაისის მერი ” ძველი ქალაქების ფორუმში” მონაწილეობდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,

,,ძველი ქალაქების ფორუმი” ანტალიის გუბერნიის მურათფაშას მუნიციპალიტეტში, ქალეიჩიში გაიმართა. 

,,ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ დავით ერემეიშვილთან ერთად ანტალიის გუბერნიის მურათფაშას მუნიციპალიტეტში, ქალეიჩიში, ” ძველი ქალაქების ფორუმში” მონაწილეობდა.

ქალაქის მერმა დელეგაციებს ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვადან, ირლანდიიდან ესპანეთიდან და სხვა უძველესი ქალაქებიდან ქუთაისის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ გააცნო ინფორმაცია. ფესტივალის მთავარ მიზანი, უძველესი ქალაქების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო.ქუთაისის მერიის დელეგაციამ ქალაქის შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო რგოლი წარადგინა, სადაც ასახულია როგორც ისტორიული ნაწილი ისე მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები.

ქუთაისის მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსმა შორენა ხუხუამ, უცხოურ დელეგაციებს ასევე წარუდგინა ფოტომასალები ქალაქის და კულტურულ შემეცნებითი ღონისძიებების შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ფორუმის მონაწილე ყველა ქალაქის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის საანგარიშო ბუკლეტში დაიბეჭდება.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *