ტყიბულელი სპორტსმენი, ილია სულამანიძე, მსოფლიო ჩემპიონატზე

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სულამანიძემ გამარჯვება ახალგაზრდებს შორის -100კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა. 

ფინალში ილიამ იაპონელ კაზუნარი კამინაგის დაუპირისპირდა. თანაბარი ქულებიდან გამომდინარე დამატებითი დრო გახდა საჭირო, სადაც იაპონელმა სულამანიძე იპონით დაამარცხა.

ფოტო: ტყიბულის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *