ქუთაისის ცენტრში ქუთაისსა და მის გარშემო არსებული ღირსშესანიშნაობების

ამსახველი სტენდების განთავსებას ითხოვენ. ინიციატივა მოქალაქე მონიკა ცნობილაძეს ეკუთვნის. ღირსშესანიშნაობათა სტენდებზე დატანილი იქნება ინფორმაცია ქართულსა და რამდენიმე უცხო ენაზე, ქუთაისის გარშემო მაქსიმუმ 2 საათის მგზავრობის რადიუსში არსებული ისტორიული ძეგლების და ბუნების ღირსშესანიშნაობების თაობაზე (გელათის მონასტერი, სათაფლია, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი, ვანის ნაქალაქარი და მუზეუმი, მარტვილის მონასტერი, ნოქალაქევი და სხვა ).

“სტენდები დამონტაჟდება რეალური რუკაზე მათი განლაგების ანალოგიურად. მოცემული სტენდების დათვალიერება სტიმულს მისცემს ქუთაისში ჩამოსული სტუმრების გარკვეულ ნაწილს, თუნდაც ერთი დღით მეტი დაუთმოს ქალაქის გარშემო სხვადასხვა მიმართულებით არსებული ადგილების მონახულებას,”-ამბობს იდეის ავტორი.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *