ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო

დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე – ტენდერი შედგა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  ტენდერით გამოვლენილმა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა, ყველა ეტაპის გავლისა და ხელშეკრულების დადების შემდეგ, 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულება. ასსაფეხურიანი კიბის საპროექტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რებილიტაციისათვის საპოექტო დოკუმენტაციის შესადგენად გამოცხადებული ტენდერი მესამედ ჩავარდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  15 ათასი ლარი იყო.

პროექტის მიხედვით 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება.

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია “კომუნმშენპროეტის” მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *