მესხიშვილის თეატრში პრემიერას ამზადებენ. მაყურებელი სპექტაკლს

“ჭკუისა მჭირს” (ზნედაცემულნი) იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი გიგი ლორია, რომლისთვისაც ეს ნამუშევარი პირველია. სპექტაკლი ავქსენტი ცარაგელის პიესის მიხედვით იდგმება და ცოცხალი მუსიკით იქნება გაფორმებული. 

იუმორით, სიმღერითა და ცოცხალი მუსიკით მესხიშვილის თეატრის მსახიობები აქტუალური პრობლემის შესახებ მოყვებიან, საბანკო კრედიტი და მასთან დაკავშირებული უსიამოვნებები.

“ცოლ-ქმარი კარგავს სახლს. ყველა გამოსავალი, რაც შეიძლებოდა მოეძებნათ, რომ გადაევადებინათ სახლის აღწერა გამოყენებულია. პრობლემიდან თავის დასაღწევად კი ახალი გზების ძიებას იწყებენ. პიესა მე-19 საუკუნისაა, მაგრამ ეს პრობლემა დღესაც ძალიან აქტუალურია. პრობლემის მარადიულობამ განაპირობა, რომ დამედგა ეს სპექტაკლი. ეს ყველას ეხება, ნებისმიერ პიროვნებას თუ მის ნათესავს, ახლობელს, მეგობარს,”-ამბობს რეჟისორი გიგი ლორია.

“ჭკუისა მჭირს” ერთმოქმედებიანი ვოდევილია. 

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის პრემიერია 15, 16 და 17 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

ფოტო: მესხიშვილის თეატრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *