ქუთაისში სოციალურად დაუცველი 300 ოჯახიდან, რომელთაც სოციალური

დახმარებები გასულ თვეში შეუჩერდათ, ნოემბრის თვეში თანხას 42 ოჯახი აიღებს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე აცხადებს, სოციალური აგენტები 300-ვე ოჯახში იმყოფებოდნენ, შეივსო დოკუმენტაცია და მიმდინარეობს ქულების დათვლა. მისივე განმარტებით, დარჩენილი ოჯახები, რომელთაც დახმარება შეუნარჩუნდებათ, თანხას დეკემბრის თვეში მიიღებენ.

“ყველა ოჯახში, ვისაც შეუჩერდა სოციალური დახმარება, ვიზიტები განახორციელეს სოციალურმა აგენტებმა. ამ ეტაპზე, დოკუმენტაციები უკვე შევსებულია და მიმდინარეობს ქულის დათვლის პროცედურები. 30-ე დღეს იქნება სარეიტინგო ქულა დათვლილი. ოჯახების ნაწილს, სადაც საჭირო აღარ იყო ქულის გადათვლა, ნოემბერში ჩაერიცხებათ თანხა. 42 ოჯახში აგენტებს იგივე მდგომარეობა დახვდათ, რაც ბაზაში იყო მითითებული და ისინი თანხას 20 ნოემბრისათვის მიიღებენ. იმ ოჯახებში, სადაც ჩვენს ბაზაში არსებული ინფორმაცია და ადგილზე არსებული ინფორმაცია განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, შეივსო დოკუმენტაცია და ქულის დათვლის ახალი პროცედურა დაიწყო. ამ ნაწილს დახმარება დეკემბრის თვეში დაერიცხება,”-ამბობს ნინო ჭიღლაძე. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *