ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 7 483 400 ლარია.

მერიაში აცხადებენ, რომ 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით ბიუჯეტის პროექტში თანხები 565 400 ლარით გაიზარდა.

პრიორიტეტულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, დასუფთავება და გარემოს დაცვა, ჯანმრთელობა და სოციალური უზრუნველყოფა დასახელდა.

კომისიის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, განსახილველად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეგზავნა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *