“ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბს ფოსტით ვაზელინი და ერთჯერადი

ხელსახოცი გაუგზავნეს. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ მორიგი პერფორმანსით პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა გააპროტესტა. მისი თქმით, ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის გამართლებას ცდილობს, ხოლო მომავალი დეპუტატები თანამდებობების დასაკავებლად იბრძვიან.

“ბიძინა ივანიშვილი არის ჩასვრილი და მისი უკანა ნაწილის გამოწმენდის მცდელობა მიმდინარეობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის დღიდან. ამიტომ გავუგზავნე ხელსახოცები, რათა ეს ყველაფერი უფრო სათუთად მოხდეს. ვაზელინი კი იმ დეპუტატებისთვისაა, რომლებიც არჩეულნი მომავალში იქნებიან და ამ ყველაფრის ფონზე თანამდებობებს ინდომებენ,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდის შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სამთავრობო უწყებაც დააბოქლომეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *