ქუთაისის მერიის ზედამხედველობის განყოფილებას 6 ახალი შტატი დაემატება.
საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს.
“ზედამხედველობის სამსახურს საკმაოდ მძიმე სამუშაოების გაწევა უწევს გარე პერიმეტრსა და ქალაქში, ამიტომ დადგა თანამშრომლების დამატების საჭიროება ,”-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ვლასი გარდაფხაძემ.
6 ახალი კადრის დამატება საბინაო სამსახურიდან მოხდება.