მომავალი წლიდან ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი

სახლების სადარბაზოების მოწყობის პროექტის განსახორციელებლად ბინათამხანაგობებს საერთო თანხის 5%-ის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

“საპროექტო დოკუმენტაციას ამ დრომდე მოსახლეობა ამზადებდა, თუმცა, პროექტები ხარვეზებით მოდიოდა. სჭირდებოდა ჩასწორებები და კორექტირებები. პროექტები რომ გამართული იყოს, მერიამ გადაწყვიტა, პროექტს თავად დაამზადებდა და ტენდერზე გაიტანდა. ახლა ადგილობრივებს 5%-ის გადახდა მოუწევს. ეს იგივეა, რაც მანამდე მოქალაქეებს საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა უჯდებოდა,”-განაცხადა კობა ჯაბუამ.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში რეაბილიტაციისათვის 700 000 ლარია გათვალისწინებული. დეპუტატები აღმასრულებელს თანხის 400 000-ით გაზრდის რეკომენდაციით მიმართავენ. საერთო ჯამში პროგრამაში 1 100 000 დაიხარჯება.

ერთი სადარბაზოს მოსაწყობად დაახლოებით 3 000 ლარია საჭირო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *