ქუთაისში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ,,იმედის” ეთერში

გასულ ინტერვიუს ეხმაურება. საკრებულოს დეპუტატი ,,ევროპული მოძრაობიდან” დავით გოგისვანიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა შეძლო სხვდასხვა შეხედულებების პოლიტიკური პარტიების გაერთიანება.

,,ფაქტიურად ჩვენ მოვისმინე დეფაქტო ხელისუფლების მმართველისა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, ინტერვიუ. თითქოსდა ის აცხადებს, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს. ეს მისთვის უარესია. მას არ ესმის, რომ უპირისპირდება ქართველ ხალხს.რაც არ უნდა იძახოს, რომ ,,ევროპული საქართველო” არიან და ,,ნაციონალები” არიანო, ყველა პარტიაა აქციაზე წარმოდგენილი აბოსლუტურად. მან მოახერხა და გააერთიანა ეს ყველა პარტია.  იქ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ აინტერესებეთ რომელი პარტია მივა. ისინი გამოხატავენ თავიანთ ნებას”.- განაცხდა დავით გოგისვანიძემ. 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „SWOT ანალიზი” ბიძინა ივანიშვილმა საათნახევარი ისაუბრა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *