2019 წლის გასულ თვეებში ქუთაისის მერიამ

სარეზერვო ფონდიდან 544 173 ლარი დახარჯა. ამის შესახებ რადიო “ძველი ქალაქისათვის” მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში წერია. 

სარეზერვო ფონის ხარჯი თვეების მიხედვით ასე გადანაწილდა: იანვარი – 37 970 ლარი, თებერვალი – 73 099 ლარი, მარტი – 64 493 ლარი, აპრილი – 93 752 ლარი, მაისი – 34 780 ლარი, ივნისი – 80 433 ლარი, ივლისი – 52 567 ლარი, აგვისტო – 42 085 ლარი, სექტემბერი – 36 005 ლარი, ოქტომბერი – 28 986 ლარი.

მერიაში განმარტავენ, რომ თანხა ერთჯერადი მატერიალური დახმარებების, სტიქიის შედეგად მრავალბინიანი სახლების დაზიანებული სახურავის, საცხოვრებელი ბინების, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების კომუნალური ხარჯების გადასახდელად გამოიყენეს.

ჯამში, სარეზერვო ფონდში სულ 572 000 ლარი იყო მობილიზებული.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *