ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას ისე გადაუგზავნა,

რომ  ოპოზიციას შენიშვნები არ დაუფიქსირებია. მმართველი გუნდის დეპუტატებმა ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები დააფიქსირეს.

კითხვაზე რატომ არ ჩაერთო პროცესში ოპოზიცია, საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია პასუხობს: 

,,არაჯანსაღი პროცესია. კარგად უყურებთ, როდესაც მერიასთან გავივლი, მივუახლოვდები 10 მეტრის მანძილზე პოლიციის, სპეცრაზმის, პატ.აქტივის, ზონდერების მობილიზება ხდება. ჩვენ გვყავს მერი, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული მანქანით დადის საქართველოშ. რამდენს აიღებენ და როგორ გაინაწილებენ ამ ბიუჯეტს, ქალაქს ეს არც დღეს ატყვია, არც გუშინ ეტყობოდა ,,ქართული ოცნების” პირობებში და ხვალაც იქნება ჩავარდნილი პროექტები, კორუფციული სქემები.”- განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსნებთ, ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიაში გადაიგზავნა. დაკორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე გადაიგზავნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *