ზესტაფონში, ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში,

აღმაშენებლის მოედანზე ახალი სივრცე მოეწყო. განახლებული ტერიტორია თანამედროვე ტიპის ინვენტარით აღიჭურვა და შადრევანი დამონტაჟდა. რეაბილიტირებული ლოკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 557 177 ლარით ფინანსდება.

“განახლებული ცენტრალური მოედანი, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს კომფორტული დასვენების საშუალებას მისცემს,”-აცხადებენ იმერეთის მხარეში.

ზესტაფონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია წინა მერის პირობებში, 2018 წელს დაიწყო. პროექტი შეჩერდა და ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *