საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის თეატრის დასი ქუთაისში სპექტაკლს

,,ცხოვრება იდიოტისა” გამართავს. “ცხოვრება იდიოტისა”რიუნოსკე აკუტაგავამ სიკვდილის წინ დაწერა, რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა. მოთხრობა ადამიანის მარტოობის, დროისა და ისტორიის მიმართ მისი უძლურების აღსარებაა.

აკუტაგავას გმირებს სცენაზე საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის თეატრის დასი გააცოცხლებს. რეჟისორია გიორგი მეტონიძე. 

საჩხერის თეატრის დასის ქუთაისში გასტროლის მხარდამჭერები არიან ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება” და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სპექტაკლი 1 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *