ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზციის ოფისთან აქცია

მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ოპოზიციის ოფისს კვერცხებსა და საღებავებს ესვრიან. “ოცნების” მხარდამჭერებმა შენობაში შეჭრაც სცადეს. “არა გაერთიანებულ ოპოზიციას”, “თქვენ ხართ ანტიეროვნული მოძრაობა”-სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება.

“არ გვინდა “ნაციონალური მოძრაობა”, არ გვინდა ჯალათები, არ არსებობს, რომ ისინი დაბრუნდნენ, მაშინ სამოქალაქო ომი დაიწყება,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისისაკენ მიემართებიან, სადაც გრიგოლ ვაშაძემ პარტიის წევრებთან შეხვედრა უნდა გამართოს. 

“ოცნების” მხარდამჭერები თავდაპირველად თეთრ დიდზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გაერთიანებული ოპოზიციის ოფისისაკენ გადაინაცვლეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *