ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციისა და ენმ-ის მიმართ

ადგილობრივი ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ ძალადობას “რუსეთი ოკუპანტია”-ს ქუთაისის ორგანიზაცია ემიჯნება. სამოქალაქო მოძრაობის წევრები ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლებამ აქციები მოუწყო და მათს ოფისებს კვერცხები და ცოცხები ესროლა, სოლიდარობას უცხადებენ. 

“აღნიშნული ქმედებით (ადგილობრივმა) ხელისუფლებამ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და დაემსგავსა ჩვენი ოკუპანტის ცხოვრების წესს. იმ ქვეყნის წესს, რომელთანაც ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ბევრი საერთო აქვს! რუსეთი ოკუპანტია! დიდი გამარჯვებების წინ ქაოსი იჩენს თავს და ეს ჩვეულებრივი ამბავია,”-აცხადებენ “რუსეთი ოკუპანტია”-ს ქუთაისის ორგანიზაციაში. 

გაერთიანებულ ოპოზიციასა და ენმ-ს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა საპროტესტო აქციები მოუწყეს. მათ ოპოზციის ოფისებს კვერცხები, საღებავები და ცოცხები ესროლეს. მათი თქმით, დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *