ცაგერში დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან გაწერეს.

საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. 

ცაგერის მუნიციპალიტეტში პოლიციის ორმა თანამშრომელმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. სროლის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი მარცხენა ბარძაყში დაიჭრა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *