ქუთაისში, დროშის აღსამართავად გამოცხადებულ ტენდერში, შპს “გი-ან 2011”-მა გაიმარჯვა. კომპანია

მზადაა დროშა 48 ათას 969 ლარად აღმართოს.  ნიკეას ქუჩის #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ სახელმწიფო დროშის მოწყობას ქუთაისის მერია დიდი ხანია ცდილობს. აქამდე ტენდერი ოთხჯერ გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შპს ,,გი-ან 2011″ -ის შეთავაზების შერჩევა/შეფასება. 

თავდაპირველად მერიამ დროში დგარის მოსაწყობად 65 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, ტუმცა მოგვიანებით ტენდერი ჩაიშალა. 

ინდურმა კომპანიამ შპს “სითი ქონსთრაქშენი” ქუთაისს საჩუქრად დროშის დგარი გადასცა, მისი სიმაღლე 46,5 მეტრია და ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *