ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები იწყება. 17 დეკემბერს ,,ქართული ხმების”

კონცერტია დაგეგმილი. ქუთაისის მერიის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ანსამბლის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

კონცერტი 19:00 საათზე გაიმართება.

,,ქართული ხმები” დაარსდა “ჟურნალისტის” სახელწოდებით საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტთან 1985 წელს (გ. დოლიძისა და თ. ჭკუასელის ინიციატივით).

“ქართული ხმები” 1991 წელს ეწოდა. 1992 წლიდან ანსამბლის ხელმძღვანელია ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რ. გოგოლაშვილი. ამავე წლიდან ანსამბლი ჩამოყალიბდა ასეთი შემადგენლობით: გ. ჭირაქიძე, დ. აბესაძე (საქართველოს სახალხო არტისტი), გ. დოლიძე, გ. თამაზაშვილი, თ. ჭკუასელი, დ. გოგიაშვილი, ზ. ლოლაძე, ზ. ბოლქვაძე, მ. თალაკვაძე, გ. ჭოჭონაძე, რ. გოგოლაშვილი.

“ქართული ხმების” სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობით, მაღალი პროფესიული კულტურით, თავისებური მანერით. საქართველო ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *