ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი

აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება ქუთაისის თვითმმართველობამ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მიიღო.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.

შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება,”-ნათქვამია ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებაში.

ნაძვის ხის ანთება 21 დეკემბერს იყო დაგეგმილი.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. მოზარდი მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის სამართალდამცავებმა “მწანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების გამო დაკითხეს.

ფოტო: თეკო ჭეიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *