ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება.

საზეიმო ღონისძიება არც 25 დეკემბერს გაიმართება.

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალი 21 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, თვითმმართველობამ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.

შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება,”-ნათქვამია ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებაში.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდი მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის სამართალდამცავებმა “მწანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების გამო დაკითხეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *