ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს

თანაგრძნობა გამოუცხადეს. ლუკა სირაძის თანატოლებმა ახალგაზრდული ცენტრის კედელზე წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” გააკეთეს და შენობასთან სანთლები დაანთეს.

“თითოეული ეს სიტყვა ჩვენს ტკივილს გამოხატავს. ვუსამძიმრებთ ლუკას ოჯახს. სანთლებით ჩვენი თანაგრძნობა და გლოვა გამოვხატეთ. გავაკეთეთ წარწერაც, რომელიც ლუკამ სკოლის კედელზე დატოვა,”-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლემ, სოფო ილურიძემ.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. მოზარდი მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის სამართალდამცავებმა “მწანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების გამო დაკითხეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *