ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან 15 წლის

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა. სხვადასხვა მოძრაობის წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თეატრთან სანთლები მიიტანეს და წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” გააკეთეს.

ვაპროტესტებთ არსებულ სისტემას. სოლიდარობას ვუცხადებთ დაღუპული მოზარდის ოჯახს. სამწუხაროდ, ლუკა არ არის პირველი შემთხვევა. ვიმედოვნებთ და ვიბრძოლებთ, რომ ლუკა სირაძე სისტემის უკანასკნელი მსხვერპლი იყოს,”-განაცხადა აქციის მონაწილემ, მიხეილ გეგეშიძემ.

აქციის მონაწილეები მავლელობით იმერეთის პოლიციის სამმართველოსთან მიდიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *