ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში

პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოფენილი იყო მოყვარული ფოტოგრაფების ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენას სოფო ბობოხიძის მეგობრები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოფენა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და “ქუთაისის უნივერსიტეტის” მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *