ზესტაფონში, ქალაქის ცენტრში, 100 მეტრიანი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი მოეწყობა.

ახალი მოედანი ყოფილი ფეროს N4 საშუალო სკოლის ადგილზე აშენდება.  როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე დავით მაღრაძე ამბობს, მოედნის მოსაწყობად დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. 

,,მუნიციპალიტეტი აიღებს თავის თავზე გასახდელების, ტრიბუნების, განათებების მოწყობას. რაც შეეხება მინდორს, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება. ამას ფეხბურთის ფედერაცია გააკეთებს. ეს იქნება ხელოვნურსაფარიანი მოედანი პროექტის მომზადებაშიც ჩართულია ფედერაცია და თანამშრომლობით ვაკეთებთ ყველაფერს. მოედნის მოწყობას დაახლოებით მილიონ ნახევრამდე ლარი დასჭირდება. აქედან სადღაც 400 ათას ლარს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს.”- განაცხადა დავით მაღრაძემ.

მშენებლობა მომავლ წელს უნდა დაიწყოს.

ინტერვიუ დავით მაღრაძესთან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *