ზესტაფონის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით გაიზრდა. მუნიციპალიტეტის მთავარი

multicat=36 ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 16 მილიონ 444 ათას 100 ლარს შეადგენს. ზესტაფონის მერიაში თანხებს დამატებით რეგიონული განვითარების ფონდიდანაც ელოდებიან.

,,რეგიონული განვითარების ფონდიდან, იფრასტრუქტურული პროექტები ის განსახორციელებლად ზესტაფონისთვის გამოყოფილია და უკვე დამტკიცებულია 4 მილიონ 395 ათასი ლარი. ვაპირებთ, რომ მომავალ წელს წარმატებული პროექტები განვახორციელოთ.” – განაცხადა ზესტაფონის მერის მოადგილე დავით მაღრაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით გაიზარდა ხარჯები სოციალურ პროგრამებში შემდეგ მიმართულებებზე: საცხოვრისით უზრუნველყოფა; ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება; სოციალურ პაკეტში, გაცემის წესის მიხედვით, მოიხსნა შეზღუდვები კვლევის ქვეპროგრამაში და ყველა ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს სათანადო დაფინანსება ჩატარებულ სამედიცინო კვლევაზე. გაიზარდა მრავალბინიანი სახურავების შესყიდვის მომსახურება.

სპორტის ღონისძიებებში, თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ხარჯები წარმატებული სპორტსმენების წახალისება დაჯილდოების მიზნით. გაიზარდა ხარჯები ზოგადი განათლების ღონისძიებების, კერძოდ მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა წახალისებისთვის.

ინტერვიუ დავით მაღრაძესთან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *