აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული სპექტაკლი,,ახალი არგონავტები” გაიმართა.

სტუდენტებმა არგონავტების შესახებ მითი სცენაზე  გააცოცხლეს. ლიტერატურულ სპექტაკლში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ,,ადილა” მაიზერ გაზდელიანის ხელმძღვანელობით. 

ლიტერატურული სპექტაკლი ,,ახალი არგონავტები” ისტორიკოს ომარ ნიშნიანიძისა და მისი სტუდენტების მიერ შექმნილი “არგოს” სიმბოლურ მოგზაურობას მიეძღვნა. 

,,ლიტერატურული სპექტაკლი ჩვენს მოგზაურობას მიეძღვნა ფოთიდან ვანამდე. მოგზაურობა ტიმ სევერინის მოგზაურობის 35 წლისთავს მიეძღვნა.მან დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ შესაძლებელი იყო საბერძნეთიდან მოგზაურობა კოლხეთში. ნებისმიერი ღონისძება, რომელიც ამას ეძღვნება, არის ძალიან დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისათვის, მისი ისტორიისათვის.  ჩვენ თუ გვინდა ტურიზმის განვითარება, ამისათვის ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.”- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ისტორიკოსის, ომარ ნიშნიანიძის მიერ აგებული გემი “არგო” მდინარე რიონში 2019 წლის 31 მაისს შეცურდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *