ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი დააჯილდოვეს. ,,თეატრალური საზოგადოების”

თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა მას თეატრის განვითარებაში, ქართველ კომპოზიტორთა შეოოქმედების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსახიობის, ქართული თეატრის ამაღორძინებელის, ვასო აბაშიძის სახელობის ჯილდო გადასცა.   

,,ვასო აბაშიძის სახელობის ჯილდო გადავეცით. ამით ჩვენ ერთგვარად ვასო აბაშიძე გავიხსენეთ, და რევაზ ჯავახიშვილსაც ვეუბნებით მადლობას მისი მოღვაწეობისათვის ამ თეატრში და მივაგებთ პატივს.”- განაცხადა გიორგი გეგეჭკორმა. 

რევაზ ჯავახიშვილი პირველია, ვინც ვასო აბაშიძის სახელობის ჯილდო მიიღო. 

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ასევე ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, არაერთი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი ქუთაისის ოპერის თეატრთან 17 წელია თანამშრომლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *