ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისათვის

მადლიერების წერილების შეგროვება დაიწყო. მსურველები მათ მიერ დაწერილ წერილებს ცენტრის შენობაში განთავსებულ ყუთში ათავსებენ, რომლებიც საახალწლოდ გაფრინდაშვილის ოჯახს გადაეცემა. წერილების შეგროვება 30 დეკემბერს, 20:00 საათზე დასრულდება. ამით ახალგაზრდული ცენტრი გიორგი კეკელიძის ინიციატივას უერთდება.

“თავისუფლების სიგნალის” აქცია შეიცვალა და გიორგი კეკელიძის ინიციატივით, 29 დეკემბერს, 19:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყუთი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს გაფრინდაშვილისათვის მადლიერების წერილებს ჩაგდება შეეძლებათ.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი გაათავისუფლეს. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს დააკავეს, ოჯახს უკვე დაუბრუნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *