იმერეთის ყველაზე ხანდაზმულ წყვილს, ნოე მუმლაძესა image= და მარო ციცვიძე-მუმლაძეს 1-ლ იანვარს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.

იუბილარებს სოფელ მანდაეთში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ესტუმრა პირადად მიულოცა აღნიშნული თარიღი და ახალი წელი.

“იშვიათ და მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე. ქალბატონი მარო და ბატონი ნოე ერთ დღეს არიან დაბადებულები და ორივეს, თანაცხოვრების 75 წლისთავზე, დღეს შეუსრულდა 100 წელი. მინდა მივულოცო მათ ეს თარიღი. ასევე, ახალი წელი და ვუსურვო ჯანმრთელობა და სიხარული თავიანთ დიდ ოჯახთან ერთად. თანაცხოვრების 100 წელიც მოგველოცოს,”-განაცხადა გივი მოდებაძემ.

ნოე მუმლაძეს და მარო ციცვიძე-მუმლაძეს ჰყავთ 5 შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *