“გილოცავთ ქართული დროშის დღეს, დროშა არის ჩვენი ერთიანობის, სიძლიერის,

გამარჯვებების, თავისუფლების სიმბოლო.”- ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრობისას განაცხადა.

ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან, ერთად  სამხედრო მოსამსახურეებს ქართული დროშის დღე მიულოცა.

,,დროშა ინახავს როგორც ჩვენ გმირულ და სასახელო წარსულს, ასევე მომავლის ძალას და რწმენას გვაძლევს. თითოეული მოქალაქისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენ დროშას და გილოცავთ და ვისურვებ, არაერთხელ აღგვემართოს გამარჯვებების დროშა ყველა სფეროში”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან, ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *