ხარაგაულში კალათბურთის მოედნის მოეწყობა იგეგმება. სამუშაოები რეგიონული

განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით შესრულდება.

როგორც ხარაგაულის მერიაში აცხადებენ,  ბოლო რამდენიმე წელია ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება და ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის პროექტი – ქუჩის კალათბურთი. სპორტის ეს სახეობა ერთადერთია ხარაგაულში, რომელშიც ყველაზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და ის, ზაფხულობით ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება.  გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ჩასატარებლად ახალგაზრდებს არ ქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადაწყდა კალათბურთის მოედანი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე, იქნება დასასვენებელი, თავისუფალი სივრცე.

მოედნის მოსაწყობად პროექტი უკვე მზადაა და  ტენდერი უახლოს დღეებში უნდა გამოცხადდეს. სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის გაზაფულზე იგეგმება და ზაფხულში უნდა დასრულდეს. 

გარდა კალათბურთის მოედნის მოწყობისა, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება საფეხბურთო მოედანსაც. ორი ობიექტის მოსაწყობად რგფ-დან 247 ათას 500  ლარია განკუთვნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *