ქუთაისში მეტალურგების გაფიცვას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა

პროფკავშირები ეხმიანება. პროფკავშირები აცხადებენ, რომ ქარხანაში მსგავსი პრობლემები 2011 წლიდან არის და გასული დროის განმავლობაში დასაქმებულების მდგომარეობა არ შეცვლილა.

“როგორც ხედავთ, 2011 წლის შემდეგ ამ ქარხანაში არაფერი შეცვლილა ოპერატორი კომპანიის გარდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად არის დაურეგულირებელი შრომითი ურთიერთობები საქართველოში, მიუხედავად კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა. კიდევ ერთხელ ხდება ცხადი რამდენად არის საჭირო შრომის ინსპექცია შრომით-სამართლებრივი საკითხების მონიტორინგის უფლებით. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუძემდებლური 87-ე კონვენცია ასოციაციის თავისუფლების შესახებ, ირღვევა ყოველი ფეხის ნაბიჯზე”-განაცხადა მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ.

2011 წლის სექტემბერში რომ მეტალურგთა კანონიერი გაფიცვა პოლიციამ არაპროპორციული ძალით დაარბია. მაშინ ქარხანას ,,ჰერკულესი” ერქვა და შპს ,,ევრაზიანსტილსი” ოპერირებდა.

გაფიცულების მოსანახულებლად ხვალ დილით ჩავლენ ტყიბულის, ჭიათურისა და ზესტაფონის პროფკავშირის ლიდერები და აქტივისტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *