Trash Hero Kutaisi-ს მოხალისეთა ჯგუფმა ქუთაისში რიგით მეექვსე დასუფთავების აქცია მოაწყო.

25 იანვარს მათ ჯაჭვის ხიდთან მდინარე რიონის სანაპიროსა და  გაბაშვილის გორის პარკის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

მოხალისეების ინფორმაციით, ჯამში შეგროვდა 18 დიდი პარკი ნარჩენი, საერთო წონით 62 კილოგრამი. აქედან: 24,5 კილო პლასტმასის, 3,5 კილო მეტალის, 12,5 მინის და 21,5 შერეული ნარჩენები.

მათი მიზანია პერმანენტული დასუფთავების აქციებში ჩავრთონ მეტი მოქალაქე და გაზარდონ ცნობიერება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამავე თემაზე:ქუთაისში მცხოვრები უცხოელების ინიციატივით შექმნილმა მოხალისთა ჯგუფმა ქალაქის დასუფთავება დაიწყო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *