ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოინგრა. აეროპორტში ამბობენ, რომ შემთხვევა

ძლიერი ქარის გამო მოხდა. მათივე განმარტებით, შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ მდგარა და დაშავებულები არ არიან.

რკინის კონსტრუქცია აეროპორტში მიმდინარე ახალი ტერმინალის მშენებლობის გამო იყო განთავსებული. აეროპორტის ინფორმაციით, ობიექტი არ დაზიანებულა.

ადგილზე სამუშაოებს კომპანია “ანაგი” აწარმოებს. კომპანიის უსაფრთხოების ოფიცრის თქმით, ხარაჩოს ჩამოშლა ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ის სამუშაოების უხარისხოდ წარმოებას გამორიცხავს.

“სამუშაოები ხარისხიანად იყო შესრულებული. ძლიერმა ქარმა შექმნა იალქნის ეფექტი და გამოიწვია ხარაჩოს ჩამონგრევა,”-განაცხადა სოსო გიორგაძემ.

ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიას აწესრიგებენ.

ფოტო: ,,ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *