ქუთაისის აეროპორტში ხარაჩოს ჩამონგრევაში პარტია “თავისუფალი საქართველოს”

თანათავმჯდომარე გოგი წულაია ხელისუფლებას ადანაშაულებს. წულაია ამბობს, რომ ფაქტი ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. მისივე თქმით, შემთხვევა უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

“დღეს ქალბატონმა ნათია თურნავამ ახსენა, შეხმატკბილებულად ვმუშაობთო. ასეთი შეხმატკბილებული მუშაობის შედეგია სწორედ ეს. შეხმატკბილებულად შოულობს ფულს ტენდერის გამომცხადებელი, მინისტრი და ტენდერში მონაწილე. შედეგიც სახეზეა. უფალმა დაგვიფარა, რომ შემთხვევა არ დამთავრდა მსხვერპლით. ასე შეხმატკბილებულად იმუშავებენ ესენი, სანამ ადამიანები არ ამოვიღებთ ხმას და არ გავაცილებთ. ეს არის უპასუხისმგებლობა. არ ყოფილა ტაიფუნი და არ ყოფილა ქარიშხალი, რომ ხარაჩოს წაქცევა დააბრალო,”-ამბობს გოგი წულაია.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინმოხდა. დაშავებულები არ არიან.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *