ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქუთაისის

მერიას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და პროცესების დაჩქარებას ითხოვენ. გულშემატკივრები ამბობენ, რომ მათ იტალიელ ინვესტორთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ და მათი ინფორმაციით, იტალიელი მხარე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. გულშემატკივრები ითხოვენ, რომ გუნდის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მერიამ დოკუმენტაციის გაფორმება დააჩქაროს.

“მანინიმ განაცხადა, ჩემი მხრიდან მზად ვარ კლუბში ინვესტიციის ჩასადებადო. დიდი მოლოდინი აქვს. ვითხოვთ, მერიამ დროულად გააფორმოს დოკუმენტაცია. 3 თებერვლამდე თუ პრობლემები არ მოგვარდება, “ტორპედო” უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში ქვეითდება,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.

ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური პრობლემებია. გუნდი ფეხბურთელებმა და მწვრთელმაც დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *