წყალტუბოს ,,სამგურალმა” ქუთაისის ,,ტორპედოს” ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე დაიმატა.

როგორც წყალტუბოს საფეხბურთო გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი  უკვე გაფორმდა.

გრიგოლ დოლიძე   2016 წლიდან ქუთაისის ,,ტორპედოს” ღირსებას იცავდა და ქუთაისურ გუნდთან ერთად ქვეყნის ყველა ტიტული მოიგო (ჩემპიონობა, თასი(2), სუპერთასი(2).

ქუთაისის ,,ტორპედოში” ფინანსური კრიზის მოუგვარებლობის შემდეგ გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *