“ერთი ადამიანის გაუმაძღრობას შეწირეს “ტორპედო”-ასე შეაფასა ქუთაისის

საფეხბურთო კლუბის ირგვლივ მიმდინარე პროცესები პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ.

“ვიღაც ჩაჩავას ღორობას, რომელმაც ვალები აღიარა, მაგრამ არ გადაიხადა, უნდა შეეწიროს გუნდი. “ტორპედოს”, ალბათ, ყველაზე დიდი წვლილი აქვს ქართული ფეხბურთის ისტორიაში შეტანილი, გინდა თაობების გაზრდით, გინდა წარმატებებით. “ტორპედო” მოკვდეს და მეოთხე ლიგაში იყოს, ეს არის ტრაგედია,”-ამბობს გოგი წულაია.

ფინანსური კრიზისის გამო გუნდი ფეხბურთელებმა დატოვეს. “ტორპედოს” გულშემატკივრები საპტოტესტო აქციებს მართავენ და ქუთაისის მერიისაგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ. ისინი მერიას იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებების დაჩქარებას თხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *