შრომის ინსპექტირების რეგიონალური წარმომადგენლობა შეიქმნება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მანდატი იზრდება. შრომის ინსპექციის დეპარტამენტი მალე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს და უახლოეს პერიოდში პარლამენტს გადაეგზავნება. შეიქმნება შრომის ინსპექტირების რეგიონალური წარმომადგენლობა, რაც კანონის უფრო ეფექტურად აღსრულებას შეუწყობს ხელს,”-აცხადებენ სამინისტროში.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *