ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში

მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაღდათში მომხდარი ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის.

“სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისა და სიღარიბის უკიდურესად მძიმე მანიფესტაციას საცხოვრებლის არარსებობა წარმოადგენს. უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისი არქონის უკიდურესად მწვავე პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრებლით, ისევე, როგორც, მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემით უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს პრიორიტეტი. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც გაძლიერებისა და სიღარიბიდან ამოყვანის სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კვლავ სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან,”-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების არდანახვას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *