,,ტორპედოთი” დაინტერესებული იტალიელი ინვესტორები ქუთაისში 5 თებერვალს ჩამოვლენ.

როგორც ,,რადიო იმედის” ეთერში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, გუნდის საკითხი მიმდინარე კვირაში უნდა გადაწყდეს. 

,,ვადასტურებ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არიან დაინტერესებულები. ვადასტურებ, რომ ამ დღეებში, ოთხშაბათს ჩამოდიან ქუთაისში.ჩემი ინფორმაციით, მე რაც შემიძლია დღეს ვთქვა, ეს საკითხი გადაწყდება ისე, როგორც სჭირდება ქართულ ფეხბურთს,სჭირდება ქუთაისის ,,ტორპედოს” და თითოეულ გულშემატკივარს.”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 

შეგახენებთ, რამდენიმე თვეა, “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს. გუნდში შექმნილი პრობლემები გულშემატკივრება არაერთხელ გააპროტესტეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *