დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები

ვიზიტორებს დროებით ვერ უმასპინძლებენ. მიზეზი უხვი ნალექის გამო მღვიმეებში წყლის დონის მატებაა. 

,,უხვი ნალექის გამო, პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მღვიმეები ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. უხვი ნალექის და თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი. წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით.”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *