დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა,

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.  მხარეებმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების პრობლემებზე იმსჯელეს.

,,ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ეკომიგრანტთა, დევნილთა სააგენტოს შექმნა. ეს იქნება უფრო მოქნილი სტრუქტურა იმისათვის, რომ პრობლემები, რომლებიც აქვს მოსახლეობას, უფრო მალე მოგვარდეს. ჩვენ იმერეთის მასშტაბით განვიხილეთ ეს მიმართულებები.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.  

შეხვედრაზე ასევე, წარადგინეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს ახალი დირექტორი დავით ჭეიშვილი.

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, რეგიონებში მასშტაბური მშენებლობების ფარგლებში, 20020 წელს ქუთაისში 800 დევნილი ოჯახისთვის ქუთაისში, ხოლო 560 დევნილი ოჯახისთვის წყალტუბოში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები აშენდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *