დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს

იმერეთში დავით ჭეიშვილი უხელმძღვანელებს.   ტერიტორიული სამმართველოს ახალი დირექტორი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წარადგინეს. 

,,წარვადგინეთ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელი. განვიხილეთ ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც უკავშირდება დევნილ და ეკომიგრანტ მოსახლეობას. 2020 წელს იმერეთში განსახლების მასშტაბური პროექტი გვაქვს დაგეგმილი. წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, აქედან, ორი კორპუსის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება და 2020 წელს ბინა 140 ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში 5 კორპუსი შენდება, სადაც ბინა 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.”- განაცხადა სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *