მუნიციპალიტეტებში ე.წ “საქმიანი ეზო” მოეწყობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო კი ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას “საქმიან ეზოებში”.

“აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობასა და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში. შემცირდება ტყეზე უარყოფითი ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები,”-აცხადებენ სამინისტროში. 

სააგენტო აგრძელებს ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში. ამჟამად სამუშაოები 11 ობიექტზე მიმდინარეობს. (კახეთში – ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო; იმერეთში – ზესტაფონი, სამცხე-ჯავახეთში – ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა, ჩორჩანა).

წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 “საქმიანი ეზო” მოეწყობა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *